შინაარსზე გადასვლა

ლატგალიური ენა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლატგალიური ენა
latgalīšu volūda
გავრცელებულია ლატვია, რუსეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 150,000–200,000 (2009)[1]
ლინგვისტური კლასიფიკაცია ბალტური ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური სკრიპტი (ლატგალიური ანბანი)
ენის კოდები ltg


ლატგალიური (latgalīšu volūda, ლატვ. latgaliešu valoda ) არის აღმოსავლური ბალტური ენა, რომელზეც მეტყველებენ ლატგალიაში, ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილში. ლატგალიური არის ცალკე ენა ლატვიურის ძლიერი გავლენითა თუ ლატვიურის აღმოსავლური დიალექტი, ამაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ. [1] თუმცა მისი სტანდარტიზებული ფორმა აღიარებული და დაცულია, როგორც „ლატვიური ენის ისტორიული ვარიანტი“ (vēsturisks latviešu valodas paveids) ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. [2] 2011 წლის ლატვიის აღწერის მიხედვით, ლატვიის მკვიდრთა 8.8%, ანუ 164 500 ადამიანი ლატგალიურ ენაზე საუბრობს ყოველდღიურად. მათგან 97 600 კაცი ცხოვრობს ლატგალიაში, 29 400 რიგაში და 14 400 - რიგის რეგიონში. [3]

ბალტიური ტომების განაწილება, დაახ. 1200 ჩვ.წ. (საზღვრები მიახლოებითია).

ლატგალიელები იყვნენ ტომები, რომლებიც დღევანდელ ვიძემასა და ლატგალიაში ცხოვრობდნენ. ფიქრობენ, რომ ისინი მეტყველებდნენ ლატვიურ ენაზე, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა დანარჩენ თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე და შეითვისა ძველი კურონიული, სემიგალიური, სელონიური და ლივონიური ენების თვისებები. ლატგალიის მხარე პოლიტიკურად განცალკევებული გახდა პოლონეთ – შვედეთის ომების დროს და რჩებოდა პოლონურ – ლიეტუვური თანამეგობრობის შემადგენლობაში მაშინ, როცა დანარჩენი ლატვიელები ცხოვრობდნენ მიწებზე, რომელთაც ბალტურ-გერმანული არისტორკატია მართავდა. საუკუნების განმავლობაში ლატვიურის სხვა ვარიანტებისგან მოწყვეტილად განვითარებამ და სხვადასხვა პრესტიჟული ენების გავლენამ ხელი შეუწყო თანამედროვე ლატგალიური ენის ჩამოყალიბებას, რომელიც განსხვავდება იმ ვარიანტისაგან, რომელზეც ვიძემესა და ლატვიის სხვა მხარეებში მეტყველებენ.

თანამედროვე ლატგალიური ლიტერატურული ტრადიცია მე-18 საუკუნეში იღებს სათავეს და აღმოსავლეთი ლატვიის მკვიდრი ლატვიელების მეტყველებას ეფუძნება. ლატგალიურზე დაწერილი პირველი გადარჩენილი წიგნი არის "Evangelia toto anno" ( ერთგვარი საწელიწდო იადგარი, ევანგელიარიუმი), რომელიც 1753 წელს გამოქვეყნდა. ორთოგრაფიის პირველი სისტემები ისესხეს პოლონურიდან და გამოიყენეს ანტიკვას ასო-ნიშნები. იგი ძალიან განსხვავდებოდა გერმანული გავლენის მქონე ორთოგრაფიისგან, რომელიც, ჩვეულებრივ, იყენებდა გოთურ დამწერლობას, რომელიც ლატვიური ენისთვის გამოიყენებოდა დანარჩენ ლატვიაში. მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში მრავალი ლატგალიური წიგნი იეზუიტი მღვდლების მიერაა დაწერილი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ ლატგალიაში, როგორც რომის კათოლიკური ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ყველაზე განაპირა რეგიონში. მათი ტექსტები მოიცავდა: რელიგიურ ლიტერატურას, კალენდრებსა და პოეზიას.

1865-1904 წლებში ლატგალიურ ენაზე ისევე, როგორც ლიეტუვურ ენაზე წიგნების გამოცემა აკრძალული იყო. რუსეთის იმპერიის ამ ნაწილში ლათინური შრიფტის გამოყენების აკრძალვა იანვრის აჯანყებას მოჰყვა, როდესაც მეამბოხეები პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატგალიაში ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აკრძალვის დროს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კონტრაბანდული კათოლიკური რელიგიური ტექსტები და ხელნაწერი ლიტერატურა იყო ხელმისაწვდომი, მაგალითად, თვითნასწავლი გლეხის ანდრივსი იორდიუსის კალენდარი.

აკრძალვის მოხსნის შემდეგ, 1904 წელს მალევე ხელახლა დაიბადა ლატგალიური ლიტერატურული ტრადიცია; გაჩნდა პირველი გაზეთები, სახელმძღვანელოები და გრამატიკები. 1918 წელს ლატგალია გახდა ლატვიის ახლად შექმნილი სახელმწიფოს ნაწილი. 1920-1934 წლებში პარალელურად ვითარდებოდა ლატვიელთა ორი ლიტერატურული ტრადიცია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მღვდლისა და მეცნიერის ალოიზის ბროკსის (Aloizijs Broks) მიერ ლატგალიურად ითარგმნა ახალი აღთქმა, რომელიც გამოქვეყნდა აგლონაში (Aglona) 1933 წელს. კარლის ულმანისის მიერ 1934 წელს განხორციელებული გადატრიალების შემდეგ, ლატგალიური როგორც სასკოლო საგანი ამოიღეს სკოლის სასწავლო გეგმიდან, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო დაწესებულებებში გამოყენებისათვის; ეს ქმედება იყო ლატვიური ენის გამოყენების სტანდარტიზაციის მცდელობის ნაწილი. ლატგალიური რჩებოდა როგორც სალაპარაკო ენა საბჭოთა ანექსიის დროს (1940–1991), ხოლო ბეჭდური ლიტერატურის გამოცემა ლატგალიურ ენაზე 1959–1989 წლებში შეწყდა. ზოგიერთმა ლატგალიელმა ინტელიგენტმა ემიგრაციაში განაგრძო წიგნებისა და კვლევების გამოქვეყნება, მათ შორის გამორჩეულია მიკელს ბუკში (mikels Bukšs), იხ. ბიბლიოგრაფია დაარქივებული 2017-10-11 საიტზე Wayback Machine. .

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ლატგალიური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ზოგიერთ უნივერსიტეტში ის ისწავლება როგორც არჩევითი საგანი; რეზეკნეში (Rēzekne) ლატგალიური კულტურის ცენტრის გამომცემლობა იანის ელკსნისის ხელმძღვანელობით გამოსცემს ძველ და ახალ წიგნებს ლატგალიურად.

1992 წელს იურის ციბულსმა და ლიდია ლეიკუმამ გამოსცეს ერთ-ერთი პირველი ლატგალიური ანბანები ენის სტატუსის აღდგენის შემდეგ.

XXI საუკუნეში ლატგალიური ენა უფრო თვალსაჩინო გახდა ლატვიის კულტურულ ცხოვრებაში. მისი შესანარჩუნებელი ღონისძიებების გარდა, ლატგალიური უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა ინტერვიუებში ნაციონალურ ტელეარხებზე, არსებობს თანამედროვე როკ-ჯგუფები, როგორებიცაა ბოროვა მს (Borowa MC) და დაბასუ დუროვისი (Dabasu Durovys), რომლებიც ლატგალიურად მღერიან და რომლებმაც გარკვეული წარმატება მოიპოვეს ქვეყნის მასშტაბით. დღეს ლატგალიური წერილობითი ფორმით გვხვდება საზოგადოებრივ ნიშნებზეც, როგორებიცაა ქუჩის სახელწოდებები და მაღაზიის აბრები, [4] რაც ენის გამოყენების გაზრდაზე მიანიშნებს ენობრივი ლანდშაფტში.

ლატგალიური ინდოევროპული ენათა ოჯახის ბალტური შტოს აღმოსავლურ ბალტურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება. ქვეჯგუფში ასევე შედის ლატვიური, სამოგიტიური და ლიეტუვური ენები . ლატგალიური არის ზომიერად ფლექსიური ენა; ზმნური და სახელური ფორმები გარკვეულწილად დამახასიათებელია სხვა ბალტური და სლავური ენებისათვისაც (იხ. ფლესქია ბალტურ ენებში).

გეოგრაფიული განაწილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლატგალიურის გამოყენება ლატვიაში ყოველდღიურ კომუნიკაციაში (2011)

ლატგალიურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 150 000 ადამიანი, [7] ძირითადად, ლატგალიაში; ლატგალიურ ენაზე მოლაპარაკე მცირერიცხოვანი თემები ცხოვრობენ ასევე რუსეთში, ციმბირში.

ოფიციალური სტატუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920–1934 წლებში ლატგალიური გამოიყენებოდა ადგილობრივ მმართველობასა და განათლების სისტემაში ლატგალიის რეგიონში. ახლა ლატგალიური აღარსად გამოიყენება ოფიციალურ ენად ლატვიაში. იგი ოფიციალურად დაცულია ლატვიური ენის შესახებ კანონით, რომელშიც გაცხადებულია, რომ „ლატვიის სახელმწიფო უზრუნველყოფს ლატგალიური სალიტერატურო ენის, როგორც ლატვიური ენის ისტორიული ვარიანტის შენარჩუნებას, დაცვასა და განვითარებას“ (§3.4). [2] არსებობს სახელმწიფოს მხარდაჭერილი ლატგალიური ენის ორთოგრაფიული კომისია. ლატგალიური ცალკე ენაა თუ ლატვიურის დიალექტი, მწვავე კამათის საგანი იყო მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ლატგალიური ენის ქომაგებმა, როგორებიც იყვნენ ენათმეცნიერები ანტონ ბრეიდაქსი და ლიდია ლეიკუმა, გამოთქვეს მოსაზრება, რომ ლატგალიურს აქვს ცალკე ენის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ოფიციალურად ლატგალიური ითვლება ლატვიურის ნაირსახეობად იმის გათვალისწინებით, რომ ლატვიურ ენას აქვს ორი განსხვავებული წერითი ნორმა - ლატვიური და ლატგალიური.

ლატგალიურზე მოლაპარაკენი შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად - ჩრდილოურად, ცენტრალურად და სამხრულად. მათი კილოკავები სრულიად გასაგებია ერთმანეთისათვის და ახასიათებს მხოლოდ მცირე ცვლილებები ხმოვნებში, დიფთონგებსა და ზოგიერთ ფლექსიურ დაბოლოებაში. ცენტრალური ლატგალიურის რეგიონული კილოკავები (ისინი, რომლებიც ახასიათებს იუოსმუიჟას, ვუორკოვას, ვიდსმუიჟას, ვილანის, საქსტიგოლის, უზულაინეს, მაკაშანის, დრიცანის, გაიგალოვას, ბიერჟის, ტილჟას და ნაუტრანის ქალაქებსა და სოფლის მოსახლეობის მეტყველებას) ქმნის თანამედროვე სალიტერატურო (სტანდარტული) ლატგალიური ენის ფონეტიკურ საფუძველს. მე-18 საუკუნის ლიტერატურაზე მეტ გავლენას ახდენდა სამხრული კილოკავი.

ლატგალიური ენა იყენებს ანბანს, რომელსაც აქვს 35 ასო-ნიშანი. ორთოგრაფია მსგავსია ლატვიური ორთოგრაფიისა, მაგრამ აქვს ორი დამატებითი გრაფემა: გრაფემა {y} აღნიშნავს /i/-ის ალოფონ - [ɨ]-ს, რომელიც სტანდარტულ ლატვიურში არ არსებობს. ნიშანი {ō} შემორჩენილია 1957 წლამდელი ლატვიური ორთოგრაფიისგან.

ანბანი
დიდი ასო პატარა ასო წარმოთქმა
A a /a/
Ā ā /aː/
B b /b/
C c /t͡s/
Č č /t͡ʃ/
D d /d/
E e /ɛ/
Ē ē /ɛː/
F f /f/
G g /ɡ/
Ģ ģ /ɡʲ/
H h /x/
I i /i/
Y y /ɨ/
Ī ī /iː/
J j /j/
K k /k/
Ķ ķ /kʲ/
L l /l/
Ļ ļ /lʲ/
M m /m/
N n /n/
Ņ ņ /nʲ/
O o /ɔ/
Ō ō /ɔː/
P p /p/
R r /r/
S s /s/
Š š /ʃ/
T t /t/
U u /u/
Ū ū /uː/
V v /v/
Z z /z/
Ž ž /ʒ/

ენობრივი მაგალითები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 

Tik skrytuļam ruodīs: iz vītys jis grīžās,
A brauciejam breinums, kai tuoli ceļš aizvess,
Tai vuorpsteite cīši pret sprāduoju paušās,
Jei naatteik – vacei gi dzejis gols zvaigznēs.

Pruots naguorbej ramu, juos lepneibu grūžoj,
Vys jamās pa sovam ļauds pasauli puormeit,
Bet nak jau sevkuram vīns kuorsynoj myužu
I ramaņu jumtus līk īguodu kuormim.

Na vysim tai sadar kai kuošam ar speini,
Sirds narymst i nabeidz par sātmalim tēmēt,
A pruots rauga skaitejs pa rokstaudža zeimem,
Kai riedeits, kod saulei vēļ vaiņuku jēme.

Tāvs myusu, kas esi debesīs,
svēteits lai tūp Tovs vōrds.
Lai atnōk Tova vaļsteiba.
Tova vaļa lai nūteik, kai debesīs,
tai ari vērs zemes.
Myusu ikdīneiškū maizi dūd mums šudiņ.
Un atlaid mums myusu porōdus,
kai ari mes atlaižam sovim porōdnīkim.
Un naīved myusu kārdynōšonā,
bet izglōb myusus nu ļauna Amen.

ფრაზები
ლატგალიური ლატვიური მნიშვნელობა
Vasals! Sveiks! სალამი! (სიტყვასიტყვით, "მხნე და გულიანი!", "Sveiks" უფრო გავრცელებულია როგორც მისალმების ფორმა ლატვიურში, თუმცა სხვა მნიშვნელობა აქვს.)
Loba dīna! Labdien! სალამი, დღე მშვიდობისა!
Muns vuords Eugeņs. Mans vārds ir Eugeņs. ჩემი სახელია ეუგენსი.
Šudiņ breineiga dīna! Šodien ir brīnišķīga diena! დღეს მშვენიერი დღეა.
Vīns, div, treis, niu tu breivs! Viens, divi, trīs, nu tu esi brīvs! ერთი, ორი, სამი, თავისუფალი ხარ! (გათვლა საბავშვო თამაშში)
Asu aizjimts itamā šaļtī! Esmu aizņemts šobrīd! ახლა არ მცალია!
Es tevi mīļoju! Es tevi mīlu! მე შენ მიყვარხარ!
Asu nu Latgolys. Esmu no Latgales. მე ლატგალიიდან ვარ.
As īšu iz sātu. Es iešu mājās. სახლში წავალ.
Maņ pateik vuiceitīs. (moceitīs). Man patīk mācīties. მე მომწონს სწავლა (აღსანიშნავია, რომ ეს განსხვავება ლატგალიურსა და ლატვიურში საკმაოდ ტიპურია. მოყვანილი მაგალითები ერთმანეთის მსგავსია იმიტომ, რომ ისინი ძირითად ცნებებს უკავშირდება).

სიტყვები, რომლებიც საერთოა ლატგალიურისა და ლიეტუვურისთვის, ხოლო განსხვავებულია ლატვიურისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასათვალისწინებელია უცხო ენების გავლენა ლატვიურზე (გერმანულის კურზემესა და ვიძიმეში, პოლონურისა და ლიეტუვურის ლატგალიაში).

ქართული ლატვიური ლატგალიური ლიეტუვური შენიშვნები
ირგვლივ apkārt apleik aplink aplinkus ლატვიურში ნიშნავს "ირიბად"
ყოველთვის vienmēr vysod visad(a)
ყოველდღე ikdienas- kasdīnys- kasdienis
ის (მამრ.) viņš, šis jis jis
სასწრაფო steidzams skubeigs skubus skubīgs იგივე მნიშვნელობა აქვს ლატვიურში, თუმცა იშვიათად გამოიყენება.
კითხვა (კითხვის დასმა) taujāt, izjautāt klaust klausti, klausinėti klausīties ლატვიურად ნიშნავს "მოსმენას"; klau! ნიშნავს "ჰეი!"; klaušināt ნიშნავს "რამდენიმე ადამიანათვის კითხვის დასმას"
გოგო meita, meitene mārga mergina, merga meita ლატვიურში გამოიყენება "ქალიშვილის" მნიშვნელობით უფრო ხშირად, ხოლო meitene ნიშნავს მხოლოდ "გოგოს"
თავსაფარი lakatiņš skareņa skarelė
კაბა kleita sukne suknelė kleita ლატვიურში მიღებულია გერმანული das Kleidისგან, ძირეული ტერმინი დაკარგულია: შდრ.: პოლონური suknia.
წვერი, კენწერო galotne, virsotne viersyune viršūnė
სვეტი stabs stulps stulpas stulpiņi (კნინობითი, მრავლობითი ფორმა "stulps") ლატვიურში შემორჩენილია "გეტრების" მნიშვნელობით
კითხვა (წაკითხვა) lasīt skaiteit skaityti skaitīt ლატვიურში ნიშნავს "დათვლას"
მოსვლა nākt atīt ateiti atiet ლატვიურში ნიშნავს გამგზავრებას (ძირია "iet" - "წასვლა ")
რიგი, ხაზი rinda aiļa eilė aile ლატვიურში ნიშნავს "რიგს" ვიწრო გაგებით - ორ ხაზს შორის სივრცეს
დაჯდომა apsēsties atsasēst atsisėsti
პასუხი atbildēt atsaceit atsakyti atsacīt ლატვიურში ნიშნავს უარის თქმას , atsakyti იმავე მნიშვნელობით შეიძლება გამოიყენონ ლიეტუვურშიც
წამება mocīt komuot kamuoti
სიკვდილი (ცხოველების) nosprāgt nūgaist nugaišti
გაწურვა maidzīt maidzeit maigyti
გაციება saaukstēties puorsaļt peršalti pārsalt ლატვიურშ ნიშნავს "გათოშვას"
ცივი auksts solts šaltis auksts ლატვიურშ უფრო ხშირია "ცივის" მნიშვნელობითი, ვიდრე is more common in "salts", რაც "გრილს" ნიშნავს
შეცდომა kļūda klaida klaida
გვერდი lappuse puslopa puslapis ლატვიურში კომპოზიტში სიტყვათა რიგი ასეთია "ფოთოლი"+"გვერდი", ლატგალიურსა და ლიეტვურში შებრუნებული რიგია
ქვემოთ lejup zamyn žemyn zemu ლატვიურში ნიშნავს "დაბალს"
და, -ც un i ir un და arī ხშირად გამოიყენება ლატვიურში "i" არქაული ფორმაა და გვხვდება ხალხურ სიმღერებსა და გამოთქმებში
დასახლება iekārtoties īsataiseit įsitaisyti, įsikurti
ოჯახი ģimene saime šeima "ģimene" ლატვიურშიგამოიყენება ძირითადი ოჯახი აღსანიშნავად, saime ოჯახია უფრო ფართო გაგებით, მაგალითად, saimnieks, saimniece ნიშნავს სახლის "ბატონს" და "ქალბატონს". ლიეტუვურში კი giminė გამოიყენება ოჯახის ფართო გაგების აღსანიშნავად.
სამშობლო tēvzeme tāvaine tėvynė
აღმოსავლეთი austrumi reiti rytai "rīti" ნაკლებად გავრცელებული, პოეტური ფორმაა ლატვიურში
დასავლეთი rietumi vokori vakarai "vakari" ნაკლებად გავრცელებული, პოეტური ფორმაა ლატვიურში
ადგომა piecelties atsastuot atsistoti
ატკივება sūrstēt pierkšēt perštėti
მაკრატელი šķēres zirklis žirklės šķēres ლატვიიურში შესულია გერმანულიდან die Schere, dzirkles ნიშნავს დიდი მაკრატელს, საკრეჭელს (shears)
პატიება piedot atlaist atleisti
ბუ pūce palāda pelėda
toad krupis rupucs rupūžė
შიში bailes baime baimė
გვარი uzvārds pavuorde pavardė
მჭედელი kalējs kaļvs kalvis
კაკუნი rībēt, skrabēt brazdēt brazdėti
დაღუპვა iet bojā propuļt prapulti
ამხედრებული jāšus raitu raitas
შიგნითი iekšā vydā viduj
შემჩნევა ievērot ītiemēt įsidėmėti
მცირე mazliet drupeiti truputį
მოწყენა apnikt atbuost, atsabuost atsibosti
გახდა noģērbties nūsaviļkt nusivilkti
ჭაობი dumbrājs, muklājs liuņs liūnas
თირკმელი niere eiksts inkstas
თითი ტაკება bakstīt badeit badyti
ლივლივი plivināties apkārt laksteit lakstyti
ბანაობა peldēties mauduotīs maudytis
სამყურა āboliņš duobuls dobilas
უპირველესად vispirms pyrma (visų) pirma, pirmiausiai
უცებ pēkšņi ūmai ūmai
დაჭიმვა staipīties, gorīties rūzeitīs rąžytis
to შემჩნევა uziet, konstatēt aptikt aptikti
ხელის ტაცება pakampt sačupt sučiupti
ხელის ცეცება taustīties čupinētīs čiupinėtis
უქმე baznīcas svētki atlaidys atlaidai
ცვალებადი (მოძრავი თარიღები) mainīgi (datumi) cylojamuos (dīnys) kilnojamos (dienos)
ოდნავ attālu atostai atstu, atokiai
დაჯღანა vaikstīties šaipeitīs šaipytis, vaipytis
გაფრცქვნა, დაჩურჩნა lobīt gaļdeit gliaudyti
გალეწვა kult (dauzot) bluokšt blokšti
გატეხვა plīst (par stiklu) dyuzt dūžti

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Druviete, Ina. (22 July 2001) Recenzija par pētījumu "Valodas loma reģiona attīstībā" lv. Politika.lv. ციტირების თარიღი: 20 August 2013
  2. 2.0 2.1 Official Language Law. ციტირების თარიღი: 15 August 2013
  3. Tautas skaitīšana: Latgalē trešā daļa iedzīvotāju ikdienā lieto latgaliešu valodu
  4. Sanita Lazdina. 2013. A transitions from spontaneity to planning? Economic values and educational policies in the process of revitalizing the regional language of Latgalian (Latvia). Current Issues in Language Planning 14:382-402.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლატგალიური_ენა“-დან